წარმატებული სპეცოპერაცია - "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია
ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. შეიარაღებული ძარცვა დღის 1 საათზე დაიწყო. ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკი" დაახლოებით ორი საათის განამვლობაში პარალიზებული იყო, დამნაშავეს მძევლები ჰყავდა აყვანილი. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა გაიყვანა, უსაფრთხოების მიზნით, დაიხურა მეტროსადგურიც. სპეცოეპარციის შედეგად არავინ დაშავებულა, დეტალური ინფორმაცია შსს-მ გამოაქვეყნა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
