წარმატებული სპეცოპერაცია
პოლიციამ ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად, ”საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელი დააკავა, მძევლები კი გაათავისუფლა. თავდასხმელთან მოლაპარაკებები, პირადად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემ აწარმოა. შედეგად, ბრალდებულმა, მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი ადგილზე დააკავეს. ის, ზუგდიდის მკვიდრი 32 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
