ბაიდენი: თუ რუსეთი ჩვენი დემოკრატიისთვის ხელის შეშლას განაგრძობს, მზად ვარ შემდგომი საპასუხო ზომებისთვის
შეერთებული შტატები მტკიცეა ევროპაში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდასაჭერად - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს რუსეთთან ესკალაცია და კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ რუსეთი ამერიკის დემოკრატიისთვის ხელის შეშლას გააგრძელებს, ვაშინგტონი საპასუხო ნაბიჯებისთვის მზად არის. განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა.
