შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების შეცვლის პროცესი გრძელდება
ავტომფლობელებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციითაც ისარგებლონ და ძველი ნომრები ახლით დისტანციურად შეცვალონ. შეგახსენებთ, რომ ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილით გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და პირველი აპრილიდან მფლობელი ადმინისტრაციული წესით ჯარიმდება.
