შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე თბილისში ერთი ადამიანი დააკავა
მას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა, გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, ბასრი საგნით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
