პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა
ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მეოთხედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია. პროექტის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, პროფესიული განათლების იმიჯისა და რეპუტაციის ამაღლება. პროფესიული განათლების 2021 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია ფონდის ვებ-გვერდზე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 28 მაისი.
