მას შემდეგ რაც ექვსმა დეპუტატმა ქართული ოცნებიდან გახარიას გუნდში გადაინაცვლა, აქტუალური გახდა კითხვა, უნდა დატოვონ თუ არა მათ საპარლამენტო მანდატები
საუბარია ქართული ოცნებიდან წასულ სამ მაჟორიტარ დეპუტატზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამივე დეპუტატის შემთხვევაში, არჩევნებზე მიღებული ხმების უკან ქართული ოცნება იდგა და შესაბამისად სწორი იქნება თუ ქართული ოცნების უკვე ყოფილი მაჟორიტარი დეპუატატები საკუთარ რეიტინგს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გადაამოწმებენ. განსხვავებულად ფიქრობენ გახარიას გუნდში გადასულები. ისინი არ უარყოფენ რომ საპარლამენტო არჩევნებში, მათ გამარჯვებაში , ქართული ოცნების წილი დიდია, თუმცა აქვე ამბობენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის რეიტინგი, რომელიც თითოეულ მათგანს და ყოფილ პრემიერს ჰქონდა