თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების საქმის განხილვა გრძელდება
დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით სამივე დაკავებული კვლავ პატიმრობაში დარჩა. შეგახსნებთ სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაული შინაპატიმრობას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
