ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი ადამიანი , მოქალაქეობის მიუხედავად, პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება
შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევიდა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას ასევე სავალდებულოა ინდოეთიდან შემოსულმა მოქალაქეებმა წარდაგინონ კოვიდვაქცინის სრული კურსის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტი. დადგენილების თანახმად, ამავე ქვეყნიდან მომავალი უცხოელი სტუდენტების საკარანტინო ხარჯები დაფინანსდება ერთჯერადად, მხოლოდ 6 დღის განმავლობაში
