საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აფასებს
„ ქრონიკასთან „ ჯეიმს აპატურაი ხაზგასმით აცხადებს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. აპატურაი ამბობს, რომ თუ პარლამენტი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ეს ქვეყანაში დემოკრატიის ძლიერების მხრივ ნეგატიური სიგნალია. მისივე თქმით საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია, და ალიანსი მზად არის გააძლიეროს ეს პარტნიორობა, როგორც საქართველოსთან , ასევე უკრაინასთან.
