ამერიკაში პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი გრძელდება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში ირაკლი კობახიძე შტატებში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს დელეგაციამ, შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორებთან, კონგრესმენებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებთან. საქართველოს პარტნიორებს ის გამოწვევები გააცნეს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვაშინგტონიდანაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი გუნდის მზადყოფნას, რომ მათი მხრიდან გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მისაღწევად. ამასთან, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან რჩევების მოსმენა მნიშვნელოვანია, რაც საბოლოოდ საკითხების გადაჭრაში დაეხმარებათ. ოფიციალური შეხვედრებისას ქართულმა მხარემ ყურადღება რუსეთის უკანონო ქმედებებზეც გაამახვილა.
