დავით ზალკალიანი შტატების სახელმწიფო მდივანს ესაუბრა
სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ იმსჯელეს დავით ზალკალიანმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბრისას. ამის შესახებ საგარეო საქმთა მინისტრი „ტვიტერში“ წერს. „ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“. წერს დავით ზალკალიანი.
