საქართველოს მასშტაბით, „ფაიზერით“ ვაქცინაციის მეორე ეტაპი იწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად ოფიციალურ პორტალზე ჩაეწერონ. ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად , ის დაწესებულება უნდა აირჩიონ, სადაც პირველად აიცრნენ.
