რისთვის ემზადება კრემლი
რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსული არმიის შენაერთები მობილიზაციას განაგრძობენ. საკუთარი ქმედებების გამართლებას მოსკოვი მასშტაბური სამხედრო წვრთნის, „დასავლეთი 2021-ის“ დაწყებით ხსნის. თუმცა ცივილიზებულ სამყაროს მოსკოვის არ სჯერა. მიზეზი მარტივია, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ 2008-ა წლის აგრესიაც სამხედრო წვრთნით შენიღბა. ქვეყნის დასაცავად ემზადება უკრაინაც. შეერთებული შტატებისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების პარალელურად, კიევს მხარდაჭერას უცხადებს თბილისიც
