დიდი განხეთქილება „ევროპულ საქართველოში“
მას შემდეგ რაც ელენე ხოშტარიამ თანაგუნდელები პირველმა დატოვა, რღვევა დომინოს პრინციპით გაგრძელდა. ხოშტარიას მაგალითს პარტიის სხვა ლიდერებმაც მიბაძეს. მიზეზად აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა. სწორედ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო, ერთ დროს სააკაშვილის თანაგუნდელებმა მიშა ჯართში ჩააბარეს. ახლა კი ეს გაერთიანება, რომელმაც არჩევნებში კრახი განიცადა, ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პარტიად არის ქცეული. ის თავმჯდომარეა, სხვები კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
