წიაღის ეროვნული სააგენტოს განცხადება
წიაღის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რიონის ხეობაში, სადაც ნამახვან ჰესის პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, ურანის საბადოები არსებობს. ციტატა განცხადებიდან : „ცალსახად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდებით, რომელიც მოიცავს თითქმის ორი საუკუნის მანძილზე შეგროვილ გეოლოგიურ ინფორმაციას, რიონის აუზში ურანის საბადოების არსებობა არ ფიქსირდება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, როგორიცაა ნამახვანი ჰესის, განხორციელებითვის ხელის შეშლას,“- ნათქვამია განცხადებაში. ფაქტს აბსურდულს უწოდებენ გეოლოგები.
