ე.წ. კლასტერული გავრცელებიდან ქვეყანა ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე გადავიდა
ბოლო სამი თვის განმავლობაში დღეს პირველად ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათასს ასცდა. მომდევნო ათ დღეზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა საჭირო დამატებითი შეზღუდვების დაწესება. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა.
