სამეცნიერო გრანტების კონკურსი
მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით, ფუნდამენტური კვლევებისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კონკურსი უპრეცედენტოდ მაღალი, 8 მილიონი ლარით დაფინანსდება. განახლებული კონკურსის ფარგლებში, შეიცვალა კონკურსის დებულება, პირობები და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმებიც. საგრანტო კონკურსის ადმინისტრირებას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი განახორციელებს.
