თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწრება. დღევანდელ სხდომაზე, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ნიკა მელია პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გამოძიება 20 -21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. ქეთევან გრიგორაშვილი გაგვაცნობს, რისი მოლოდინი აქვთ წინასწარ მხარეებს.
