„ფაიზერით“ აცრის მეორე ეტაპი მიმდინარე კვირაში დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „ფაიზერის“ მეორე დოზით ასაცრელად მოქალაქეებს, ოფიციალურ პორტალზე ჩაწერის საშუალება ოთხშაბათს ან ხუთშაბათიდან ექნებათ. ვაქცინის გასაკეთებლად მათ ის დაწესებულება უნდა აირჩიონ, რომელშიც პირველი დოზა უკვე გამოიყენეს.
