დაპირისპირება "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის
„შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს, რომ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს“. - ეს არის ამონარიდი ძალოვანი უწყების ოფიციალური განცხადებიდან. ამ დრომდე ხეობაში უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით შეზღუდულია. პოლიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. გუმათში დღეს ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები გუმათიდან, ნამახვანში გადასვლას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. აქციაზე გამოჩნდნენ კონრკეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი აქტივისტები. ასევე ე.წ. კანონიერი ქურდი. მთავრობა მზად არის სპეციალისტებთან შეხვედრები განაგრძოს და ყველა კითხვას უპასუხოს. მაისის ბოლოს კი ექსპერტები კონკრეტულ რეკომენდაციებს დადებენ, რომლის გათვალისწინებაც მშენებელ კომპანიას მოუწევს.
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
