ნათელა პატარკაციშვილი ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს
დღეს ნათელა პატარკაციშვილი, ებრაელთა სასაფლაოზე დაკრძალეს. ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის, ტელეკომპანია "იმედის" დამაარსებლის ბადრი პატარკაციშვილის დედას უკანასკნელი პატივი ოჯახის ახლობლებმა, პოლიტიკოსებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, არკადიაში მიაგეს. ნათელა პატარკაციშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
