ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. მან იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განაცხადით უკვე მიმართა. ამ ეტაპზე განცხადება განხილვის პროცესშია. მე აქვე გეტყვით, რომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ სასამართლომ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა, მათ შორის არის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმე, „აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, ტელეკომპანია "იბერიის" სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობისა და კობა დავითაშვილის გატაცების ორგანიზების საქმეები.