როდის და რა ფორმატით გაგრძელდება პოლიტიკური მოლაპარაკებები?
მოლაპარაკებების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანია, თუმცა პარტიების ნაწილი მიმდინარე კვირაში გარკვეული კონტურების გამოკვეთას ელის. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ დაპაუზებული მედიაციის მიუხედავად, ელჩები პოლიტიკურ ლიდერებთან კონტაქტზე რჩებიან, ამის მაგალითი გუშინდელი შეხვედრებიც არის. კარლ ჰარცელმა და კელი დეგნანმა ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეს, მოგვიანებით კი ლელოს წარმომადგენლებს მოუსმინეს. განხილვის საგანი უცვლელია- ეს არის ის ხუთი პუნქტი, რომელიც მხარეებს მოლაპარაკების მაგიდაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა დაუტოვა.