მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ
გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის გამოკითხვას ითხოვენ. მათი თქმით, სწორედ ლევან რატიანს შეუძლია სიცოცხლის დროინდელი დიაგნოზის დასმა. ამას გარდა , მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.