ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული ვაქცინის უსაფრთხოებასა და მნიშვნელობაზე. დიპლომატის თქმით, კოლექტიური იმუნიზაცია ეკონომიკის სრულად გახსნისთვის მნიშვნელოვანია.