მამაკაცი, რომელიც პოლიციამ გუშინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, ირკვევა რომ ირაკლი ქართველიშვილია
მამაკაცი, რომელიც პოლიციამ გუშინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, ირკვევა რომ ირაკლი ქართველიშვილია. საზოგადოება მას ბოლო პერიოდში ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციებიდან იცნობს. ქრონიკა დაკავებულის ოჯახისგან შეეცადა საქმის დეტალების გარკვევას, თუმცა გადამღებ ჯგუფს სახლი დაკეტილი დახვდა.
