ვითარება რიონის ხეობაში
ნამოხვანის მიმართულებით, გადაადგილება ამ დრომდე შეზღუდულია. ჰესისი წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ღამე გუმათში, კარავში გაათენეს, ისინი ისევ სოფელ ნამოხვანში დაბრუნების შესაძლებლბას ითხოვენ, თუმცა სამართალდამცველებს უსფრთხოების არგუმენტით გზა ჩაკეტილი აქვთ. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ზონიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ მდინარე რიონში წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება. ეს არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია აქციის მონაწილეებისთვის, ისინი ამბობენ, რომ კარვების გადატანის მიზანი იყო პროტესტისთვის ხელის შეშლა
