ანრი ოხანაშვილის პასუხი
ანრი ოხანაშვილი კატეგორიულად უარყოფს რამდენიმე მედია საშულებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს მისმა ოჯახის წევრმა სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთები მიიღო. დეპუტატი აცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიები ბრალდებებიდან, რომელიმეს მაინც დაამტკიცებენ, ის სადეპუტატო მანდატზეც კი უარს იტყვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებელი მედიისგან ცილისწამებისთვის საჯარო ბოდიშს ითხოვს.
