პარლამენტარები დღეს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს მოისმენენ
პარლამენტარები დღეს დაზვერვის სამსახურის ანგარიშს მოისმენენ. “მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების გავლენა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე“. ეს არის საკითხი, რაზეც დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ლომიძე დეპუტატებთან ისაუბრებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, სავარაუდოდ, დაიხურება.
