სპეციალისტების მოწოდება მოსახლეობს
იმისათვის, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები არ ამოქმედდეს, ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ, აიცრან და დაიცვან რეკომენდაციები. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ქვეყანაში უკვე არის კორონავირუსის მესამე ტალღა, თუმცა გავრცელების მასშტაბიდან გამომდინარე, რისკების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
