პარლამენტში პრეზიდენტს მოუსმინეს
. კოვიდ პანდემიის გამო სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლების წინაშე, ყოველწლიური მოხსენებით განსხვავებულ ფორმატში წადგა. დღევანდელი მოსმენა მოიცავდა მხოლოდ პრეზიდენტის სიტყვას, რომლის დაწყებამდეც სალომე ზურაბიშვილმა შვიდ აპრილს, ენგურის ტრაგედიის დროს დაღუპულთა, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, მოხსენება კი 9ა აპრილსა და ოკუპაციის პრობლემებზე საუბრით დაიწყო. მან ყურადღება ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
