საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 287 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 276 426 ადამიანი, სულ 3 858 ინფიცირებული გარდაიცვალა.
