უცნობი აქციას დღეს მართავს
ევროპის მოედანზე 13:00 საათზე შეიკრიბებიან. მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ შეკრებამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ მთავარი ქვეყანაში ხალხია. მისივე თქმით, აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები და დაიცავენ ყველა კოვიდ რეგულაციას. შეკრებილები მსვლელობით ევროპის მოედნიდან საპატრიარქოსთან, იქიდან კი დედაენის ბაღში გადაინაცვლებენ.
