რუსთაველის გამზირზე პრემიერის სახელით გვირგვინი დილით მიიტანეს
თავად ირაკლი ღარიბაშვილი კორონა ვირუსის დიაგნოზით იზოლირებულია, სახლში მკურნალობს. მთავრობის მეთაური საქართველოს უახლესი ისტორიიდან უმნიშვნელოვანეს თარიღს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ცხრა აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. მემორიალთა მივიდნენ მთავრობის სხვა წევრები
