საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას
აღმოსავლეთ უკრაინაში ისევ ისვრიან. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 5 უკრაინელი სამხედრო. მსოფლიოსთან ერთად, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა ოფიციალურმა თბილისმაც დაგმო. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საგანგებო მხარდამჭერი განცხადება მიიღო. ნიკოლოზ სამხარაძე არ გამორიცხავს, რომ ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხევვაში, საკანონმდებლო ორგანო შესაბამის რეზოლუციას მიიღებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
