პრემიერ-მინისტრი ენგურის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. საქართველოს ოთხი მოქალაქე ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის გადმოკვეთას ცდილობდა. ადიდებულმა მდინარემ მათი სიცოცხლე შეიწირა. 4 დაღუპულიდან სამი, ერთი ოჯახის წევრი იყო.
