სამხედრო სწავლება ვაზიანში
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის, „ჯი-დი-არ-პის“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონი მზადებას გადის. ეს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია. მიზანი თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის ამაღლებაა.
