დაანონსების მიუხედავად, ოპოზიცია უკვე მე-18 დღეა რეგიონებში არ გადის
ამ გასვლის მიზანიც მხოლოდ ერთია - როგორმე მოქალაქეები ქუჩის აქციებზე დაითანხმონ. რადიკალების გაღიზიანება მათ მიერვე ორგანიზებულმა ბოლო აქციამ გამოიწვია, რომელიც ფართომასშტაბიანი ვერ აღმოჩნდა. სტრატეგია ასეთი იყო: საპროტესტო მუხტის ასაწევად, ორთვიანი სამზადისი გამოაცხადეს, თუმცა ეგრეთ წოდებული 15 მაისის საბჭო ამ დრომდე გეგმის გარეშეა.
