სერგი კაპანაძის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ისევ განხილვის საგანია
კრემლის შემდეგ საქართველო, ცხინვალში კასეტური ბომბების გამოყენებაში „ევროპული საქართველოს“ წევრმა დაადანაშაულა. კაპანაძემ დაწერა, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე შემდეგი პასუხი გასცა: „ვუპასუხე, რომ არც არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა თქო, უბრალოდ, ეგ არ იყო ომის დასაწყისი მეთქი“. მოგვიანებით, ნათქვამი განმარტა, თუმცა ეს გამოსვლა ღია პროპაგანდად შეფასდა, რომელიც მხოლოდ ოკუპანტის წისქვილზე ასხამს წყალს. მმართველ გუნდში თქვეს, რომ ეს სამშობლოს ღალატის ტოლფასია. დღეს სერგი კაპანაძე ქრონიკის ჟურნალისტსაც დაუპირისპირდა. პოლიტიკოსი გადამღებ ჯგუფს საკუთარი კამერით დახვდა. როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტი ჰყვება, ინტერვიუ, კაპანაძის მხრიდან, გაღიზიანებული, ნერვული ტონით წარიმართა. რამ გააღიზიანა სერგი კაპანაძე, გაიგეთ ნატა მახვილაძის სიუჟეტში.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
