სერგი კაპანაძის გამოქვეყნებული პოსტი განხილვის თემა გახდა პოლიტიკურ წრეებში
ევროპული საქართველოს ლიდერმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ტელეკომპანიის მხრიდან დასმული კითხვის საპასუხოდ დაწერა : „ არავინ უარყოფს , რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა , უბრალოდ ეგ არ იყო ომის დასაწყისი „ . სერგი კაპანაძის ამ სტატუსის შეფასება მისივე თანაგუნდელებს დისკომფორტს უქმნით , ოპოზიციის ნაწილი პოსტში რუსულ ინტერსს ვერ ხედავს, ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ღიად აცხადებენ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და პროპაგანდისტულ ქმედება
