კორონავირუსი მსოფლიოში
გლობალურად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ბოლო 24 საათში თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა. მსოფლიო კოვიდსტატისტიკის სათავეში კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ზედიზედ ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი მატებაა, გაზრდილია საავადმყოფოში მიმართვიანობის მაჩვენებელიც.
