ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მეოთხე დღეა მასიური ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ანტიგენის სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა 500-ზე მეტ მოქალაქეს და მათგან 22-ის შემთხვევაში პასუხი დადებითია. ყველა კონტაქტი უკვე თვითიზოლაში გადავიდა. სოფელში, მოქმედებს მკაცრი კარანტინი , იმ უბანში სადაც ვირუსის გავრცელების კერაა, პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო , შესაბამისად მკაცრად კონტროლდება მოსახლეობის გადაადგილება.
