ტოივო კლაარი საქართველოშია
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი თბილისშია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თბილისის ურთიერთობები აფხაზეთთან, ცხინვალთან , მოსკოვთან და კონფლიქტის დაძლევის მექანიზმები. ეს ის საკითხებია, რაზეც კლაარი პრემიერთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრებს.
