„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს
მომდევნო კვირიდან გუნდის ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ. როგორც თავად აცხადებენ, მათი მოვალეობაა მოსახლეობასთან შეხვედრა და იმ საჭიროებებზე საუბარი, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებლებს აწუხებთ. მმართველი გუნდის წევრები მოსახლეობას სამომავლო გეგმებსაც გააცნობენ.
