საქართველოში უკვე სამი კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაა - ასტაზენეკა, ფაიზერი და სინოფარმი
ჩინეთში წარმოებული ვაქცინის ასი ათასი დოზა იმუნიზაციის პროცესში მნიშვნელოვან წვლილის შეიტანს. სინოფარმით აცრა 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს და სამედიცინო პერსონალს შეეძლება. ამ ვაქცინის გამოცდის სამმა ფაზამ აჩვენა, რომ ის 79 პროცენტით ეფექტიანია.
