კიევი და მოსკოვი ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ და ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებენ
არსებობს თუ არა ახალი ომის საფრთხე? უკრაინის აღმოსავლეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონფლიქტის ესკალაცია შეინიშნება. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს პროვოკაციებში ადანაშაულებენ და ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებენ. ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის შესახებაც. ვითარების გამწვავების გამო, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს.
