ვაშლიჯვრის ფერდობზე სპეციალური მონიტორინგის სისტემა უკვე დამონტაჟებულია
ვაშლიჯვრის ფერდობზე, სადაც მეწყრული პროცესია, სპეციალური მონიტორინგის სისტემა უკვე დამონტაჟებულია. უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე კი, მიწის მასის გადაადგილებები არ შეინიშნება. მეწყერსაშიშ ზონაში დროებითი მისასვლელი გზების მოწყობა დაიწყო.
