საქართველოში ხვალ ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოდის
100 ათასი დოზა „სინოფარმი“ ქვეყანამ შეიძინა. კიდევ ერთი ჩნური მწარმოებლის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, აპრილის ბოლოს იქნება ქვეყანაში . ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით მსოფლიოში 80ც მილიონ ადამიანზე მეტია აცრილი და ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ . როდის დაიწყება „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრა ამაზე საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭოები იმსჯელებენ
