რეფერენდუმის 30 წლისთავი
‘საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ დეოკუპაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები’’- ამ სახელწოდებით გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ონლაინ ღონისძიება გამართა. მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე, ოკუპაციისა და რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ, ასევე ამ პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის როლსა და მნიშვნელობაზე
